ანხელ დი მარიას აგენტი ჟორჟე მენდეში უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს “ბარსელონა” “პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელი შემტევის შეძენითაა დაინტერესებული.
მენდეში, რომელიც ამჟამად ბარსელონაში იმყოფება, ჟურნალისტებს ასე მიმართავს: “რასაც თქვენ ამ საკითხზე წერთ, სიმართლეს არ შეესაბამება.”
გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა”, 31 აგვისტომდე, კიდევ 2 ფეხბურთელის შეძენას გეგმავს და ერთ-ერთი მათგანი სწორედ დი მარიაა.



