მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უსმან დემბელეს პირველი ვარჯიში “ბარსელონაში”

უსმან დემბელეს პირველი ვარჯიში “ბარსელონაში”

უსმან დემბელე უკვე “ბარსელონას” მაისურით ვარჯიშობს. კლუბის ახალწვეულის წარდგენისა და კონტრაქტზე ხელის მოწერის ცერემონიის შემდეგ, მან უკვე მოისმინა ერნესტო ვალვერდეს პირველი დარიგებები.

აღსანიშნავია, რომ კლუბის თანხმობით, სესიაში მონაწილეობა არ მიუღია მარლონ სანტოსს, რომელიც “ნიცაში” 2-წლიანი იჯარით გადავა. დემბელე კი პირველ ვარჯიშს დიდი ენთუზიაზმით შეხვდა.

თუმცა ახალგაზრდა ფრანგს თანაგუნდელების უმრავლესობის გაცნობის სიამოვნება არ ერგო. მოგეხსენებათ, უახლოეს დღეებში სანაკრებო ფეხბურთი განახლდება და მოთამაშეთა უმრავლესობა თავიანთ ქვეყნებს დაუბრუნდა.

პიკე, ბუსკეტსი, ინიესტა, ალბა და დეულოფეუ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობენ. მესი და მასკერანო არგენტინას დაეხმარებიან, დინი და უმტიტი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის, დიდიე დეშამის განკარგულებაში არიან, ნელსონ სემედუ ბარათების გამო პორტუგალიას ვერ დაეხმარება. კატალონიელ ემიგრანტთა სიას ტომას ვერმაელენი (ბელგია), რაკიტიჩი (ხორვატია), ტერ-შტეგენი (გერმანია), პაულინიო (ბრაზილია) და სილესენი (ჰოლანდია) ასრულებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში