“ბარსელონას” სატრანსფერო კომისიის წევრი არიედი ბრაიდა დარწმუნებულია, რომ კატალონიური გუნდის ლიდერი ლიონელ მესი, რომელსაც ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია, კლუბში დარჩება.
“მესი “ბარსელონას” არ დატოვებს. ის უნიკალური ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც ყოველთვის შეგიძლია მატჩის მოგება. მასში არის რაღაც მაგიური, როდესაც ბურთს იღებს. რა თქმა უნდა, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა მესი დიდი პროფესიონალია, “ბარსა” კი მის გულშია”, – ციტირებს ბრაიდას სიტყვებს La Gazzetta dello Sport.



