“ზენიტის” არგენტინელი ნახევარცველი ლეანდრო პარედესი თავის თანამემამულეს, “ბარსელონას” ლიდერს, ლიონელ მესის აქებს.
“არ ვიცი, როდემდე აპირებს მესი თამაშს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ შევეცდებით მას დავეხმაროთ, მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო გახდეს, ის კი ტიტულის მოგებაში დაგვეხმარება.
ჩვენს ქვეყანაში მესი ღმერთია.
პირველად მესის მაშინ შევხდი, როდესაც “რომამ” “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა, შემდეგ კი უკვე არგენტინის ნაკრებში უფრო დავუახლოვდი”.



