workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ხოსე არნაისის შეძენას ცდილობს

“ბარსელონა” ხოსე არნაისის შეძენას ცდილობს

თუ კატალონიურ Sport-ს დავუჯერებთ, “ბარსელონა” “ვალიადოლიდის” შემტევი ნახევარმცველის, ხოსე არნაისის შეძენით დაინტერესდა.

22 წლის ფეხბურთელის თავის გუნდში ხილვა “ბარსას” მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს სურს. კატალონიელებმა კი, მწვრთნელის სურვილის შესაბამისად, “ვალიადოლიდთან” მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

“ვალიადოლიდში” ესმით, რომ ფეხბურთელის შენარჩუნება გაუჭირდებათ და ისინი ფულის გამომუშავებაზე ფიქრობენ. კასტილიელებს 4 მილიონი სურთ, კატალონიელები კი ფასის შემცირებას და ტრანსფერში “ბარსა ბ”-ში მოთამაშე ხესუს ალფაროს ჩართვას აპირებენ.

თუ “ბარსამ” ხოსე არნაისი შეიძინა, სავარაუდოდ, ის სარეზერვო გუნდში ითამაშებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward