მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკე: “რეალის” შეჩერება რთულია, მაგრამ მადრიდელები აუცილებლად წააგებენ”

ჟერარ პიკე: “რეალის” შეჩერება რთულია, მაგრამ მადრიდელები აუცილებლად წააგებენ”

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე “რეალის” კარგ ფორმას ხაზს უსვამს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მადრიდელთა წარმატებული სერია აუცილებლად დამთავრდება.

“ინდივიდუალურად, “რეალზე” ცუდი გუნდი არ გვყავს, მაგრამ “ბერნაბეუზე” გამართულ დაპირისპირებაში მეტოქემ გვაჯობა.

“რეალმა” პრიმერა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მადრიდელები ამ ტიტულების დაცვას აპირებენ და მათ საქმე კარგად მისდით. მადრიდელებს მოგებათა შესანიშნავი სერია აქვთ და როდესაც გუნდს ყველაფერი ასე კარგად მისდის, მისი შეჩერება რთულია. თუმცა, მსოფლიოში ნებისმიერ გუნდს, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, უდგება დღე, როდესაც აგებს. ამ დღეს უნდა დაველოდოთ და ის გამოვიყენოთ.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს Mundo Deportivo.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში