ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა მიიჩნევს, რომ ლიონელ მესის, თავისი სიდიადის დასამტკიცებლად, “ბარსელონას” დატოვება მართებს.
“ისეთმა ფეხბურთელმა, როგორიც მესია, ძალები სხვა კლუბშიც უნდა მოსინჯოს და თავისი სიდიადე დაამტკიცოს. გადახალისება “ბარსელონასაც” ჭირდება.
სატრანსფერო ბაზარი, როგორც ასეთი, აღარ არსებობს. ახლა, ფეხბურთელებს ქვეყნები ყიდულობენ, ეს კი ფეხბურთი აღარაა.” – ციტირებს რაიოლას სიტყვებს Marca.


