მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაულინიო: “ლიონელ მესი ძალიან ჩუმი ადამიანია”

პაულინიო: “ლიონელ მესი ძალიან ჩუმი ადამიანია”

“ბარსელონას” ახალწვეული პაულინიო კატალონიურ კლუბში მიმდინარე ადაპტაციის პროცესზე და ლიონელ მესიზე საუბრობს.

“პირველივე დღეს და პირველივე ვარჯიშზე ჩემი ახალი თანაგუნდელების დამოკიდებულებამ გამაკვირვა. ისინი მაიძულებდნენ, თავი მათიანად მეგრძნო.

განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ისინი მთავაზობდნენ დახმარებას სახლის შოვნაში და გარდა ამისა, ისინი მზად იყვნენ დამხმარებოდნენ იმ შემთხვევაშიც, თუ ჩემ ორსულ მეუღლეს ექიმი ან ყურადღება დასჭირდებოდა. ეს მცირე დეტალებია, რომლებიც გაიძულებს თავი სხვაგვარად იგრძნო.

აქ უკვე ერთი კვირაა ვიმყოფები და შევამჩიე, რომ ლიონელ მესი ძალიან ჩუმი ადამიანია. გარდა ამისა, სხვების ფონზე, ის აშკარად გამოირჩევა. ახლა, საშუალება მაქვს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად ვითამაშო. ეს დიდი სიამოვნებაა.

მინდა ყველა შესაძლო ტიტული მოვიგო: ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ქვეყნის თასი.” – ციტირებს პაულინიოს სიტყვებს Mundo Deportivo.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში