მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” მუნირში 20 მილიონს ითხოვს

“ბარსელონა” მუნირში 20 მილიონს ითხოვს

“ბარსელონა” არ აპირებს ახალგაზრდა თავდამსხმელს, მუნირ ელ ჰადადის 20 მილიონ ევროზე ნაკელბად შეელიოს. ამ ინფორმაციას Marca აპირებს.

ცნობილია, რომ 21 წლის შემტევი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის. მისი დამატების სურვილს “რომა”, “ლესტერი”, “დეპორტივო” და “ლას პალმასი” გამოთქვამენ. თავად ფეხბურთელს კარიერის “რომაში” გაგრძელება სურს, თუმცა იტალიელები, ისევე, როგორც სხვა გუნდები, 20 მილიონის გადახდას არ აპირებენ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთ კვირაზე ცოტათი მეტი რჩება და ვინაიდან მუნირში 20 მილიონის გადამხდელი კლუბი არ ჩანს, სავარაუდოდ, “ბარსელონა” მას კვლავ გაანათხოვრებს.

მუნირმა, რომელიც “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია, გასული სეზონი იჯარით “ვალენსიაში” გაატარა, რომლის მაისურითაც 35 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში