მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლაიპციგის” მთავარ მწვრთნელს “ბარსელონასთან” შეხვედრა უნდა

“ლაიპციგის” მთავარ მწვრთნელს “ბარსელონასთან” შეხვედრა უნდა

გერმანიის ვიცე-ჩემპიონის, “ლაიპციგის” მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ მას, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ბარსელონასთან” დაპირისპირება სურს.

რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდი მე-4 კალათშია, “ბარსელონა” კი – მეორეში. მოხვდებიან თუ არა ისინი ერთ ჯგუფში, ხვალ, თბილისის დროით 20 საათზე გასამართი წილისყრის დროს გაირკვევა.

“გამიხარდება, თუ “ბარსელონას” წინააღმდეგ “კამპ ნოუზე” ვითამაშებთ. ამ გუნდის წინააღმდეგ, ფეხბურთელობის დროს, თავად მითამაშია.” – აცხადებს რალფ ჰაზენჰიუტლი.

გერმანელ სპეციალისტს “ბარსელონას” წინააღმდეგ 24 წლის წინ, ვენის “ავსტრისს” მაისურით უთამაშა. ავსტრიელებმა საკუთარ მოედანზე 1:2, სტუმრად კი 0:3 წააგეს.

იმ შეხვედრებს რალფ ჰაზენჰიუტლი ასე იხსენებს: “ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელების წინააღმდეგ ვთამაშბდით, როგორებიც კუმანი, ლაუდრუპი და რომარიო არიან. “ბარსელონას” კარს კი სუბისარეტა იცავდა. მე კი, მეტოქის კარის აღების 2 ძალიან კარგი შანსი გავაფუჭე.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში