ერნესტო ვალვერდეს სასტარტო თერთმეტეულში გუშინ კლუბის ახალწვეული, ნელსონ სემედუ მოგვევლინა. პორტუგალიელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და შეხვედრის შემდეგ კომენტარიც გააკეთა.
“ჩემპიონატში და “კამპ ნოუზე” დებიუტის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა უფრო მაბედნიერებს ის, რომ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე.”
“აქ ჩემი თავი ვიპოვე. ჩემი კოლეგები ადაპტაციის გავლაში ძალიან დამეხმარნენ და ეს მინდორზეც შესამჩნევია.”
კატალონიელთა უკანახაზელს ისიც ჰკითხეს, თუ რა გავლენა მოახდინა ქალაქში დატრიალებულმა ტრაგედიამ გუნდზე. “ჩვენ კონცენტრირებულები ვართ. რაც ბარსელონაში მოხდა ტრაგედიაა. ჩვენზე ამან ძალიან იმოქმედა და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულს.”
რაც შეეხება ჭორებს, რომლებიც ლიონელ მესის “მანჩესტერ სიტის” უკავშირებენ – “მე ლეოსთან ერთად თამაშის გაგრძელება მსურს.”


