მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეს ინიესტა:”ჩემს მომავალზე ახლა იმდენს ვფიქრობ, რამდენიც არასოდეს მიფიქრია”

ანდრეს ინიესტა:”ჩემს მომავალზე ახლა იმდენს ვფიქრობ, რამდენიც არასოდეს მიფიქრია”

ანდრეს ინიესტა El País-თან ინტერვიუში არ მალავს, რომ მისი და “ბარსელონას” სამომავლო ურთიერთობა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

“კონტრაქტი (ამჟამინდელის ვადა 2018 წლის 30 ივნისს გადის.) ჯერ არ გამიხანგრძლივებია. ახლა ბევრი გრძნობა მაქვს, თუმცა ვფიქრობ, ეს ნორმალურია. ეს ის სცენარია, რომელსაც 3 წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი. ასე ვთქვათ, მე ახლა ჩემს მომავალზე ვფიქრობ, ადრე კი ეს არ გამიკეთებია.”

“ყველას უყვარს, როდესაც დაფასებულია და პატივს სცემენ. რა თქმა უნდა, ამას ამ კლუბში ყოველთვის ვგრძნობდი. ამ კლუბში არასდროს კარგავენ პატივისცემას იმ ხალხის მიმართ, რომლებმაც ცხოვრება ამ ფერებს მიუძღვნეს.”

ერთ-ერთი კითხვა ლუის ენრიკესაც ეხებოდა, რომლის როტაციებმაც ინიესტაზე მთლად კარგად ვერ იმოქმედა. მიუხედავად ამისა, “ბარსელონას” ამჟამინდელმა კაპიტანმა და ცოცხალმა ლეგენდამ ასტურიელზე საკმაოდ თბილად ისაუბრა. “არ ვიცი მედია რაზე საუბრობს, მაგრამ ვფიქრობ მწვრთნელის გადაწყვეტილება გუნდისთვისაც კარგი იყო და ჩემთვისაც. ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩემი კარიერა სხვადასხვა პრობლემების გამო კურსიდან გადახვევებით იყო სავსე. მე მწვრთნელს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი. არ ვფიქრობ, რომ ბოსი ოდესმე შენი გულის ტკენას შეეცდება. მასთან ხშირად მისაუბრია, მათ შორის იმაზეც, რაც მაწუხებდა. მე ლუის ენრიკესთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა და ვფიქრობ, ყველაფერი სწორად მიმდინარეობდა.”

ანდრესის განცხადებით, ის არაა ისეთი ტიპის ფეხბურთელი, რომელიც ხმას აიმაღლებს ხოლმე. “მე ასეთი ტიპის მოთამაშე არ ვარ. არც ლანძღვა და გაბრაზება მჩვევია. მირჩევნია ვისაუბრო. ამ კლუბში “გადარჩენის” საიდუმლო კონკურენტუნარიანობაში მდგომარეობს. სწორედ ამ პრინციპით ვცხოვრობ აქ ბავშვობიდან და ამან ბევრი გამარჯვება მომიტანა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში