დღეს, “ბარსა ბ”–მ “სეგუნდა დივიზიონის” მეორე წრის პირველი შეხვედრა, “მინი ესტადიზე” გამართა, სადაც მესამე ადგილზე მყოფი “სელტა ვიგო” მიიღო და შინ, 1 ქულით გაუშვა…
ამ შეხვედრაში ჩვენ 2 გოლის ხილვა შევძელით. პირველი გოლი “ბარსა ბ”–ს მხრიდან, მერვე წუთზე გავიდა, როდესაც მარჯვენა მახვილი კუთხიდან “სელტას” მეკარეს, ისმაელ ფალკონს ფეხებს შუა ბურთი ედუ ორიოლმა გაუძვრინა. მეორე გოლი კი ამჯერად “სელტას” ფეხბურთელების კონტრ–შეტევის შემდეგ, 63–ე წუთზე გავიდა. გოლის ავტორი ალექს ლოპესი გახლავთ. ამ შეხვედრაში, მატჩის არბიტრს ყვითელი ბარათის ჩვენება 3–ჯერ მოუწია. პირველად ხელი მან ბარათისკენ მეჩვიდმეტე წუთზე წაიღო, როდესაც “ბარსა ბ”–ს ერთ–ერთი ვარსკვლავი, ილი სანჩესი დაჯარიმდა. დანარჩენი ორი ყვითელი ბარათი კი “სელტას” ფეხბურთელებს ხვდათ წილად.
პაკო ერერას შეგირდები დღეს ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ბარტრასა და მისი თანაგუნდელების დამსახურებით მათ მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლეს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ “სელტა” მესამე ადგილზე იმყოფება. ისინი ამ სეზონში მხოლოდ 2–ჯერ დამარცხდნენ. მათ 2–კაციან “დამმამარცხებელთა” სიაში კი კატალონიელებიც შედიან. ამ დროისთვის, ლუის ენრიკეს გუნდი მეექვსე ადგილზე, 32 ქულით იმყოფება. შემდეგ მატჩს ისინი “ხერესის” წინააღმდეგ გამართავენ.
“ბარსა ბ”: მინიო, მონტოია, სერხი გომესი, ბარტრა, მუნიესა, ილიე, დოს სანტოსი, ტიაგო, ედუ ორიოლი (ვიქტორ ვასკესი 72′), ტელიო (რადინია 61′), სორიანო (საული 46′).
“სელტა ვიგო”: ფალკონი, მალიო, ლაგო, ჯონათან ვილა, ლოპეს გარაი, ტრასორასი (ჟოან ტომასი 86′), ბუსტოსი, დავიდ როდრიგესი (იაგო ასპასი 81′), დე ლუკასი (ჟოტა 92′), კატალა, ალექს ლოპესი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=GorJPSAmxIo]
ალექს ლოპესის გოლი
[media=http://www.youtube.com/watch?v=-SeJotxV2iE]