მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ვიცე-პრეზიდენტი: “ნეიმარის გადაწყვეტილება ფეხბურთელებმა იცოდნენ, ჩვენ – არა”

“ბარსას” ვიცე-პრეზიდენტი: “ნეიმარის გადაწყვეტილება ფეხბურთელებმა იცოდნენ, ჩვენ – არა”

“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მესტრე ნეიმარის ტრანსფერზე საუბრობს.

პაულინიოს პრეზენტაციის დროს, მესტრეს ჟურნალისტებმა მისი ფრაზა შეახსენეს, როდესაც მან თქვა, რომ ნეიმარის “ბარსელონაში” დარჩენაში 200%-ით იყო დარწმუნებული.

“საკუთარ სიტყვებს არ ვნანობ. ჩვენ უკან გვქონდა სეზონი, რომლის დროსაც, ფეხბურთელის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. იმ მომენტში, ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ნეიმარი რჩებოდა.

ჩვენ ეჭვები მას შემდეგ გაგვიჩნდა, როდესაც მივხვდით, რომ ნეიმარი არაფერს ამბობდა იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მას კითხვებს ვუსვამდით.

ნეიმარის წასვლის შესახებ იმ ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომლებიც მესის ქორწილს დაესწრნენ. ეს ცალკე საკითხია. თუმცა, ფეხბურთელები კონტრაქტების საკითხს არ წყვეტენ.

ეს სიტყვები როდესაც წარმოვთქვი, ამაში დარწმუნებული ვიყავი, რადგან იმ მომენტში არანაირი ინფორმაცია არ მქონდა.” – განაცხადა მესტრემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში