”სამყაროში არ არსებობს გუნდი, რომელიც დაუმარცხებელია ან მთლიანად სრულყოფილია. ყველა უპირატესობას აქვს თავისი მინუსი”. ოდესღაც თქვა იოჰან კრუიფმა. ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება ”ბარსელონას” ამ სეზონის მსვლელობას. ”ბარსამ” მსოფლიოს დაპყრობა მოახერხა თავისი ორიგინალურობით და თამაშის სიმარტივიდ. არც ტაქტიკურადაა სუსტი კატალონიური კლუბი, მათ აქვთ ძალიან მოხერხებული და ჭკვიანური გზა თამაშის მოგებისა, თუმცა ზოგჯერ ეს გზაც დამღუპველია და სწორედ ეს გზაა მათი ყველაზე დიდი სისუსტე.
”ერკულესმა” გამოავლინა თავისი ძალა და ”ფოლადის” ნერვები, როცა სექტემბერში, ”კამპ ნოუზე” ”ბარსას” მოუგო. ვიგოს გუნდმა ოქტომბერშიც გამოავლინა თავისი ძალა, როცა მძიმე ბრძოლაში დამარცხდა მადრიდის ”რეალთან” საკუთარ მინდორზე. გვარდიოლა ამ თამაშს დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს, თუმცა პეპი არც არასდროს ტოვებმა ამ მნიშნელობის მატჩებს უყურადღებოდ და არასდროს ცვლიდა შემადგენლობას.
სიახლეები გუნდებში
”ერკულესი”
ბარსელონური მატჩის გმირი ნელსონ ვალდესი, რომელმაც ”კამპ ნოუზე” დუბლი გაიფორმა მძიმე ტრამვის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა. დრენტე, რომელიც ამ ბოლო ხანებში ცოტა მოდუნებულია, მაინც უნდა იყოს ”ერკულესისთვის” ერთ–ერთი მთავარი ფიგურა და მამოძრავებელი ძალა. როგორც ყოველთვის ალბათ ახლაც ”ერკულესი” 4-3-2-1 ან 4-4-2 სისტემით ითამაშებს. გამოკვეთილ ფორვარდთა წყვილს შეტევაში ნელსონ ვალდესი და დავიდ ტრეზეგე შექმნიან. ესტებან ვიგო კვლავ შეეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს ფლანგები, სწორედ ეს ხერხი იყო წარმატების საწინდარი ”ნოუ კამპზე”.
სავარაუდო შემადგენლობა: კალატაიუდი, პამაროტი, როდრი, პენია, კორტესი, აგილარი, ფრიცლერი, ტიაგო გომესი, დრენტე, ვალდესი, ტრეზეგე.
”ბარსელონა”
პუიოლს და ჯეფრენს კვლავ აწუხებთ ტრამვები, რის გამოც ისინი გამოტოვებენ ამ მატჩს, ხოლო დანი ალვესი სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია ითამაშოს 90 წუთი. პეპი ერთმანეთს კარგად უთავსებს ფეხბურთელების დასვენებას და მათ სრულად გამოყენებას. გუნდი არ ზოგავს ენერგიას. ”ბარსას” 1 მატჩი აშორებს კოპას ფინალამდე, რომლის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვეტილია, ასევე გვარდიოლას სულ მალე მოუწევს ”არსენალთან” 2 მერვედფინალური მატჩის გამართა. პეპი შეეცდება ამ მატჩებამდე დაამტკიცოს მისი ტაქტიკური სიძლიერე.
სავარაუდო შემადგენლობა: ვალდესი, ბუსკეტსი, პიკე, აბიდალი, ალვეში, კეიტა, ჩავი, ინიესტა, პედრო, ვილია, მესი.
გამორიცხული არაა, გვარდიოლამ ამ მატჩისთვის დაასვენოს ჩავი და ინიესტა, ეს ასევე ეხება დანი ალვესსა და მესისსაც. ამასობაში შესაძლებელია ძირითადში მაშერანო და აფელაი გამოჩნდნენ. უნდა ველოდოთ, რომ მატჩი ძალიან დაძაბული გამოვა. ”ბარსამ” ყველანაირად უნად ეცადოს, ყველა კითხვას პასუხი გასცეს და დაამტკიცოს მისი სიძლიერე.