დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონამ” “გუანჩჟოუ ევერგრანდიდან” ხოსე პაულო ბესერა მასიალ ჟუნიორი – იგივე პაულინიო – 40 მილიონ ევროდ შეიძინა.
პაულინიომ საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ გუნდში, “ასუკარში” დაიწყო, მაგრამ პირველ გუნდში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა და სათამაშოდ ევროპაში გადანაცვლება გადაწყვიტა. 2006 წელს ის ლიტვურ “ვილნიუსში” გაწევრიანდა, სადაც საკმაოდ კარგად ათამაშდა, მაგრამ ორი სეზონის შემდეგ “ვილნიუსი” პირველი დივიზიონიდან გავარდა და პაულინიომაც გუნდის დატოვება გადაწყვიტა. ის პოლონეთის ეკსტრაკლასას გუნდის, “ლოძის” წევრი გახდა. აქ მან ერთი სეზონი გაატარა, შემდეგ კი თავის მშობლიურ გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა.
პაულინიომ “ასუკარი” ისევ მალე დატოვა, მაგრამ, ამჯერად ის ბრაზილიაში დარჩა. ახალ გუნდში, “ბრაგანტინოში” კი მან საგრძნობლად მოუმატა, რაც უყურადღებოდ არ დარჩენილა – პაულინიოს შეძენით ბრაზილიური გრანდი, “კორინთიანსი” დაინტერესდა.
“კორინთიანსში” პაულინიომ სამი წელი გაატარა. შემდეგ კი, 2013 წელს, ის “ტოტენჰემ ჰოტსპურის” ფეხბურთელი გახდა. აღსანიშნავია, რომ პაულინიო “დეზებისთვის” სარეკორდო შენაძენი იყო – მათ ბრაზილიელში 17 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.
“ტოტენჰემის” მაისურით პაულინიომ პირველი გოლი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისში, “დინამოს” წინააღმდეგ მატჩში გაიტანა, რომელიც ინგლისელებმა გამანადგურებელი ანგარიშით, 5-0 მოიგეს.
2015 წელს ბრაზილიელი ჩინურ გუნდში, “გუანჩჟოუ ევერგრანდში” გადავიდა. ჩინელებმა მის სანაცვლოდ 14 მილიონი გადაიხადეს. პაულინიო მალევე ჩამოყალიბდა გუნდის ლიდერად და ადგილობრივი ჩემპიონატის ორჯერ მოგებაც მოახერხა.
პაულინიოს 2011 წლიდან დღემდე ბრაზილიის ნაკრებში 41 მატჩი აქვს ჩატარებული და 9 გოლი აქვს გატანილი.
ასე რომ, კატალონიელთა ახალწვეული ნელნელა უმატებს და იმედი ვიქონიოთ, რომ ის “ბარსელონას” გულშემატკივრების იმედებს გაამართლებს.
აქვე გთავაზობთ პაულინიოს გამორჩეულ მომენტებს.
[media=https://www.youtube.com/watch?v=9zkFYbfQuVo]
ვფიქრობ რომ გაამართლებს, მაგრამ სხვა ტრანსფერებიც გვინდა
წარმატებები პაუს
დინამო თბილისი 😀
ფუ ბლიად ვიდეოში რა კაი იგროკია
შემაზიზღებს ეს ხელმძვანელობა ფეხბურთს რა, უკვე ვერ ვუძლებ ამ ბართომეუს
რაკიტიჩი ბუსკეცი ინიესტა გვყავს
ძალიან მაგარიც რომ იყოს, ეს "გუანჩჟოუ ევერგრანდი" მიტეხავს გულს და რაც გინდათ ის თქვით. ეს ბარსაა, ბარსა!!!
გეთანხმები მაგრამ ამათ არავის მოყვანა არ უნდათ დაგენიც რომ გაუშვან ვაბშე სკამიც აღარ დარჩება. ჯერ ეხლა რა სკამია და მერე ხო წამპგიდგენია თორე ბევრი არაა ბარსაში ღირსი თამაშის..
რამოსი რო პირდაპირ მიდის თავდამსხმელზე მაგას კარგად აზღვევენ უკნიდან, წინააღმდეგ შემთვევაში ეგეც უძლურია მესისთან ან სხვა თავდამსხმელთან, ან მაგას რო თავი დავანებოთ რამოსამდე სანამ მივა ფორვარდი ჯერ კროოსი-კაზემირო-მოდრიჩის კედელი უნდა გაიაროს.
რამდენს გჯერათ ვალვერდესი?
რა უნდა ვაღიაროთ, პიკეზე უკეთეს ვის მოიყვან დღესდღეობით დაცვაში? ვინარი უკეთესი დაასახელე.
ბონუჩი, პროსტა არ გაყიდიან )))
მე შესაძლებელს გეუბნები, ბონუჩI იყიდა უკვე მილანმა და იქედან მილიარდადაც არ გაუშვებენ.
ხოდა როცა მილანი ყიდულობდა დაძაბულობა იყო უნდა ეჩალიჩათ ეხლა გვიანია კი.. შეასაძლებელი? არც არავინ ვინც გაიყიდება 2-3 თავით დაბლა იდგება.. აღარაა ადრე როგორც იყო ბევრი ძლიერი ფეხბურთელი..
ბავშვებს უნდა მიხედონ და პაულინიოებში 50 მილიონს არ უნდა იხდიდნენ, როცა ასენსიოში 5 მილიონზე წუწუნებდნენ..
პიკეზე უკეთეს ვერავის მოიყვანენ და პიკეს რა ბრალია ნახევარდაცვა ჩავარდა და მარტო დგას მერე.. ნახევარდაცვა უფრო მისახედია
პიკე კია არა ნახევარდაცვას მიხედონ დროზე, ხეტაფეს რო დაამსგავსეს გუნდი, უსუსტესი ნახევარდაცვა ყავს გუნდს. რატომ არ ჰქონდა ბარსელონას პრობლემები დაცვაში 2010 ან 2011 წელს? იმიტომ რომ გუნდს ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავდა, ძლიერი ნახევარდაცვა კი თავისთავად ნიშნავს დაბალანსებულ გუნდს, სადაც ზონები შევსებულია და გუნდი სწორად თამაშობს პოზიციურად, ასეთ შემთხვევაში არ ეპარება გუნდს კონტრ-შეტევები და არ ხდება ისეთი შემთხვევები როგორიც ახლა ხდება, კარგით მართლა ვერ ხვდებით იმას რაც ხდება? პიკე კი არა ნესტა რომ დააყენო დაცვაში იმასაც არ ექნება აზრი თუ გუნდი დაბალანსებული არ იქნება, სუსტი ნახევარდაცვის გამო კონტრშეტევებს გვიკეთებენ და ერთი-ერთზე რცებიან ჩვენი მცველები მეტოქე გუნდის თავდამსხმელებთან, 15-ჯერ რო გაუშვებ ფორვარდს მცველთან შეუსრულებს აბა რას იზამს. აბა მითხარით რამდენჯერ დარჩა მესი რეალის რომელიმე მცველთან პირისპირ? არცერთხელ რადგან რეალი დაბალანსებული გუნდია.
რა უნდა ვაღიაროთ, პიკეზე უკეთეს ვის მოიყვან დღესდღეობით დაცვაში? ვინარი უკეთესი დაასახელე.
ბონუჩი, პროსტა არ გაყიდიან )))
მე შესაძლებელს გეუბნები, ბონუჩI იყიდა უკვე მილანმა და იქედან მილიარდადაც არ გაუშვებენ.
ვერ ვხვდები 40 მილიონი რატო მისცეს პაულინიოში ჩინეტში წასული ფეხბურთელი თან 29 წლის უკვე ჩამოწერილია ევროპული ფეხბურთიდან ტოტემჰემიდან ჩინეთში წასული Fეხბურთელი ბარსაშI გადმოდის 40 ლიმონად ცოტა უაზრო არაა ?
რა უნდა ვაღიაროთ, პიკეზე უკეთეს ვის მოიყვან დღესდღეობით დაცვაში? ვინარი უკეთესი დაასახელე.
ბონუჩი, პროსტა არ გაყიდიან )))
იმ წაგების მერე მაინც მიხვდეს ეს ხელმძღვანელობა რომ ფეხბურთელები აუცილებლად საყიდელია მინიმუმ ერთი გახმაურებული ტრანსფერი ნეიმარი რო შეცვალოს მაინც.. გავიდა ნახევარი თვე და ჯერ კიდევ არაფერს აპირებენ ამ დელუფეუს იმედზე როგორ უნდა იყო გუშინაც გამოჩნდა თუ რამხელა დამაკლისია ნეიმარის წასვლა შემცვლელია აუცილებლად მოსაყვანი!!! აზარზე იწერება 120 მილიონად ჩელსი შეელევაო ნეტა მართალი იყოს, სადაც ნეიმარი222 მილიონი ღირს აზარში 120 არც უნდა დაენანოთ მაგრამ მაგის თავი სადაქვთ:(((((((((((