მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “კოუტინიოს “ბარსაში” წარმატების მიღწევა შეუძლია, დემბელე კი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა”

ჩავი: “კოუტინიოს “ბარსაში” წარმატების მიღწევა შეუძლია, დემბელე კი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა”

“ბარსელონას” ლეგენდარული ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი კატალონიური კლუბის სამიზნეებზე, ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეზე საუბრობს.

“კოუტინიოს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ მან “ბარსელონაში” წარმატებას მიაღწიოს. მან იცის, რომ მაქსიმალურად კარგად უნდა ითამაშოს როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში. მას ბევრი კარგი თვისება აქვს. მაგალითად, დრიბლინგი და სიჩქარე. გარდა ამისა, ის ეფექტურია მეტოქის კართან.

დემბელე ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია. ის კარგ სათამაშო თვისებებს ფლობს და ფიზიკურადაც ძლიერია. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ფეხბურთელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას “ბარსელონაში” სათამაშოდ საჭირო მენტალიტეტი აქვს. რაც შეეხება ფასს – დღეს, ყველა კარგი ფეხბურთელი დიდი ფული ღირს.” – ციტირებს ჩავის სიტყვებს Eurosport.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში