თურქეთის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ განაცხადა, რომ “ბარსელონას” ნახევარმცველის, არდა თურანის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას გეგმავს.
“ვიცი ფეხბურთელების პრობლემების შესახებ. ჩემი მიზანია ისინი ეროვნული გუნდის ღირსების დაცვაში დავარწმუნო. რა თქმა უნდა, თურანს დავუკავშირდები. ვხედავ, რომ ის იტანჯება. გუნდს არდა სჭირდება და მან ნაკრებისთვის აუცილებლად უნდა ითამაშოს.”-თქვა ლუჩესკუმ.
თურანი მაკედონიასთან გამართული მატჩის შემდეგ (0:0) ჟურნალისტს თავს დაესხა, რის გამოც ის ეროვნულ გუნდს გამოეთიშა. შემდგომში ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.


კარგია
ეს გაგვაყიდინა 40ად და მეტი არაფერი არ მინდა
არდა წადი მილანში
აუ არდა ტო რა კარიერა გაიფუჭა ტიპმა
ოღონდ ეს გაყიდონ სადმე და ან აჩუქონ ვინმეს 🙂 ატლეტიკოს არუნდა ისევ რო დაიბრუნოს ამას მივცემთ და კიდევ 80 მილიონს გამოუშვან გრიზმანი ან კარასკო
ეს როგორმე უნდა გაყიდონ.სარგებელი 0