მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
L’Équipe: “ბარსელონა” მბაპეს დაუკავშირდა

L’Équipe: “ბარსელონა” მბაპეს დაუკავშირდა

როგორც იცით, კატალონიის “ბარსელონამ” დაადასტურა ნეიმარის სურვილი კლუბის დატოვების შესახებ. სანაცვლოდ ხელმძღვანელობა 222 მილიონ ევროს მიიღებს და მათ უკვე დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ ამოავსონ ასეთი თანხით ბრაზილიელის წასვლით გამოწვეული სიცარიელე.

რობერტ ფერნანდესის ფავორიტი უსმან დემბელეა, რომელშიც “ბორუსია” 100 მილიონ ევრომდე ითხოვს. პრესა განიხილავს ანტუან გრიზმანისა და პაულო დიბალას ტრანსფერსაც, თუმცა ისინი გაცილებით რთული გასაჩარხი იქნება და “ბლაუგრანას” მეტად ძვირიც დაუჯდება.

მიუხედავად ამისა, არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ნეიმარის ალტერნატივად განიხილება და ეს კილიან მბაპეა. ფრანგული პრესა ადასტურებს კავშირს ფრანგსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის. აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელები ფეხბურთელის წარმომადგენლებს მაისში შეხვდნენ, თუმცა მაშინ მიზნად ისახავდნენ მბაპეს დათანხმებას, 2018/19 წლების სეზონისთვის ახალგაზრდა ფრანგს ლუის სუარესი ჩაენაცვლებინა. ახლა კი, ნეიმარის ტრანსფერმა ახალი შესაძლებლობები გააჩინა და სიტუაციაც შეცვალა.

მიუხედავად “ბარსას” ინტერესისა, მბაპეს გაფორმება საკმაოდ რთული იქნება და კატალონიელებს “რეალისთვის” და “მანჩესტერ სიტისთვის” კონკურენციის გაწევა მოუწევთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში