workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელე კვლავ “ბარსას” რადარზეა, გრიზმანი კი ძვირი ჯდება

დემბელე კვლავ “ბარსას” რადარზეა, გრიზმანი კი ძვირი ჯდება

იმ 222 მილიონით, რომელსაც “ბარსელონა” ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერის გაოფიციალურების შემთხვევაში აიღებს, კლუბი სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელის ყიდვასაც შეეცდება. ისეთ სახელს, როგორიცაა უსმან დემბელე, შეუერთდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც აქამდე “ბარსასთვის” ფინანსურად შეუძლებელ მიზანს წარმოადგენდნენ – ანტუან გრიზმანი და კილიან მბაპე.

მიუხედავად ამისა, ყველაზე რეალური ვარიანტი ნეიმარის ადგილის დაკავებისა დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა შემტევია. რაც შეეხება კოუტინიოს, მისი საქმე ნეიმარის შემცვლელის ძიებისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.

კლუბი კი დიდი ალბათობით დემბელეს უფრო დიდი ძალებით მიუბრუნდება. “ბარსელონას” მისი შეძენა გასულ ზაფხულშიც სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი განაცხადა, რადგან “ბარსელონას” შემტევი ტრიო მას საკმარის სათამაშო დროს არ მისცემდა. ახლა კი, თუ ნეიმარი წავა, მისი ტრანსფერის შანსები გაიზრდება.

ახალგაზრდა ფრანგს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. მართალია იგი მარჯვენა მხარეს უფრო ხშირად გვევლინება, თუმცა ორივე ფეხს შესანიშნავად იყენებს და მისი შესანიშნავი ტექნიკა გუნდს მარცხენა ფლანგზეც გამოადგება. დემბელემ უკვე განაცხადა, რომ ის კლუბში ბედნიერია – დორტმუნდის “ბორუსიაში”, რომელმაც მის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და რომელმაც, რამდენიმე თვის წინ ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი განაცხადა, მაშინ, როცა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელებმა კვლავ სცადეს შემტევის გადმობირება. ამასთან, მაშინ დემბელე კატალონიელთათვის ფინანსურად საკმაოდ რთული მიზანი იყო, ნეიმარის წასვლის შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის “ბლაუგრანა” თანხებს არ დაიშურებს.

დემბელეს მიმართ სიმპათიებს მწვრთნელებიც არ მალავენ. ცნობილია, რომ რობერტ ფერნანდესმა ფეხბურთელს შარშან უთხრა, რომ შესაძლოა ახლა ის “ბარსაზე” უარს ამბობდა, მაგრამ მისი დროც მალე მოვიდოდა.

შემდეგი ალტერნატივა ანტუან გრიზმანია, რომელიც ახალი კონტრაქტის მიხედვით 200 მილიონი ევრო ღირს და “ატლეტიკოს” ბანი მის ტრანსფერს ძალზე გაართულებს. ეს ტრანსფერი დაახლოებით იმდენივე დაჯდება, რამდენსაც “მონაკო” ითხოვს ახალგაზრდა კილიან მბაპეში – 180 მილიონი ევრო (20 მბაპეს მიერ “ოქროს ბურთის” მოგების შემთხვევაში).

“როხიბლანკოს” ფეხბურთელი “ბარსელონას” სქემაში ტაქტიკურად არ ჯდება. თანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფიფამ მადრიდულ გუნდს სანქციები დააკისრა, რომლის მიხედვითაც 1 წლით კლუბს ფეხბურთელების გაფორმება არ შეუძლია. სიმეონემ გუშინ განაცხადა, რომ “არ მეშინია იმის, რომ გრიზმანის მიმართ ინტერესს იჩენენ. პირიქით, მაბედნიერებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდები ჩვენი ფეხბურთელებით ინტერესდებიან. ეს ბევრს მეტყველებს.”

რობერტ ფერნანდესის სიმპათიებით პაოლო დიბალაც სარგებლობს, თუმცა იგი უფრო მესის სტილის მქონე მოთამაშეა და სანამ არგენტინელი გიგანტი “ბრსელონაშია”, “ბიანკონერის” ლიდერის ტრანსფერი რთული წარმოსადგენია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward