workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ალმერია” – მოსალოდნელი საფრთხის ქვეშ

“ალმერია” – მოსალოდნელი საფრთხის ქვეშ

“რეალ სოსიედადი”, “მალიორკა” და “დეპორტივო” – ამ გუნდების ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა თუ გულშემატკივრებმა უკვე გაიგეს, თუ რა გრძნობაა, როდესაც “ალმერიასთან” მარცხდები და როდესაც “სამეფო თასისთვის” ბრძოლას ეთიშები. ამის გამო კი ალმერიელები ახლა ნახევარ–ფინალში არიან. იმ ნახევარ–ფინალში, რომელშიც ისინი კატალონიური “ბარსელონას” ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. პირველ შეხვედრას ეს 2 გუნდი დღეს, “ნოუ კამპზე”, თბილისის დროით ღამის პირველ საათზე გამართავს. მართალია “ალმერიამ” უკვე ამდენი გუნდის დამწუხრება შეძლო და ნახევარ–ფინალამდე ღირსეულად მოვიდა, მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ ეს ჩემპიონატი მათ ღირსეულად, თავაწეულებმა დატოვონ, თუ რაღა თქმა უნდა ის ანგარიში არ განმეორდა, რომელიც ცოტა ხნის წინ, “პრიმერა დივიზიონში” დაფიქსირდა…

თუ 1989 წელს დაარსებულ გუნდს აქამდე მოსაღწევად “რეალ სოსიედადის”, “მალიორკასა” და “დეპორტივოს” დამწუხრება მოუწია, კატალონიელებს იგივეს გაკეთება “სეუტასთან”, “ატლეტიკ ბილბაოსთან” და “რეალ ბეტისთან” მოუხდათ. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა “ატლეტიკთან” შეხვედრა. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, მაგრამ “სან მამესზე” გატანილი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე გასვლა კატალონიელებმა შეძლეს. ახლა კი ალბათ “დამწუხრება” ალმერიელებს მოუწევთ, მაგრამ მოსალოდნელი მწუხარება ალბათ უფრო მარტივად გადასატანი იქნება…

“ალმერია” – ეს სახელი დღეს ყველასთან ერთ რამესთან, რვა უპასუხო გოლთან ასოცირდება. წელს, კატალონიელებმა ალმერიაში გასვლაზე, მასპინძლები არ დაინდეს და სულ რაღაც 8 გოლი გაუტანეს. თუმცა, “ალმერიას” ხსენებაზე ყველას მხოლოდ ეს ანგარიში როდი ახსენდება. 8–0–ს გვერდით კიდევ ერთი ანგარიში, 1–1 უდგას. ანგარიში, რომელიც ჟოზე მაურინიოს, მის შეგირდებსა, თუ “მადრიდის” გულშემატკივრებს არც ისე ტკბილად ახსოვთ. ახლა კი ჩვენ, ყველამ უნდა დავივიწყოთ ორივე თუ არა, ერთი ანგარიში მაინც (8–0), რადგანაც ალმერიელები ბოლო 5 შეხვედრას ძალიან კარგად ატარებენ და არცაა გამორიცხული, რომ ისინი კატალონიელებს გაუძალიანდნენ და გოლიც კი გაიტანონ. ბოლო 5 შეხვედრიდან “ალმერია” მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ერთი ფრედ დაასრულდა, ხოლო 3–ში გამარჯვების მოპოვება მოახერხა. აღსანიშნავია ბოლო შეხვედრა, რომელიც ალმერიელებმა “ოსასუნას” წინააღმდეგ გამართეს. კარლოს გარსიას ერთი გოლისა და ულოას დუბლის წყალობით ამ გუნდმა პამპლონელების დამარცხება შეძლო, რის შედეგადაც “ლა ლიგაში” 17 ქულით, მეთვრამეტე ადგილზე იმყოფება.

დღევანდელ დღეს, გუნდს ვერ დაეხმარებიან ხეფრენი, პუიოლი და დანი ალვესი. ხეფრენი და პუიოლი აღდგენით სამუშაოებს ატარებენ, ხოლო დანის მედიკოსებისგან თამაშზე ნებართვა არ მიუღია. სამაგიეროდ დღეს შესაძლოა ჩვენ მოედანზე ბოიან კრკიჩი ვიხილოთ, რომელმაც გუშინ ვარჯიში სრულად ვერ ჩაატარა. სამაგიეროდ მან დღეს ნორმალური დატვირთვით ივარჯიშა და დღევანდელი დაპირისპირებისთვის მზადაა. მართალია ეს არც ისე გასახარი ფაქტია, მაგრამ ალბათ 20 წლის ფორვარდის ფორმაში ჩადგომას ყველა ელის და იმედია მას დღეს მოედანზე ვიხილავთ და მის მოედანზე ხილვასთან ერთად მის ლამაზ გოლებს თუ არა, გოლს მაინც ვნახავთ.

ასევე დღეს, ბოიანთან ერთად “ნოუ კამპზე” შესაძლოა მარკ ბარტრა, მარტინ მონტოია და ნოლიტო ვიხილოთ. მოედანზე გამოჩენის უფრო მეტი შანსი კი რაღა თქმა უნდა მარკ ბარტრასა და მარტინ მონტოიას აქვთ, რადგანაც მატჩში მონაწილეობას პუიოლი და დანი ალვესი ვერ იღებენ, მაგრამ ალბათ მაინც სავარაუდოა, რომ პირველი წუთებიდან, დაცვის ხაზს მაქსველი, აბიდალი, პიკე და ადრიანო გაამაგრებენ.

“ბარსა” და “ალმერია” ამ ჩემპიონატში ერთმანეთის მეტოქეები არასოდეს ყოფილან და შესაბამისად ეს ორი გუნდი ერთმანეთს არც ნახევარ–ფინალში შეხვედრია ერთმანეთს. პირველი შეხვედრისთვის კი შესაძლოა “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ბევრი გოლი არ გაიტანონ და თუ ამაში ხელს “ალმერიას” კიპერი, დიოგო ალვეშიც შეუწყობს, მაშინ შესაძლოა კატალონიელებმა გოლი საერთოდ ვერ გაიტანონ. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ “თეორიის” დონეზე…

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward