კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ ისაუბრა იმის შესახებ თუ რა საქმიანობას აირჩევდა “ბლაუგრანას” 31 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ჩავი ერნანდესი, როდესაც იგი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. პეპის თქმით, “ბარსას” ნახევარმცველი შესაძლოა რამდენიმე წელიწადში მწვრთნელის რანგში მოგვევლინოს.
გვარდიოლას აზრით ესპანელ გამთამაშებელს იმის ყველა პირობა და მონაცემი აქვს, რომ მისგან შესანიშნავი მწვრთნელი გამოვიდეს. მან “MARCA”-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩავი რამდენიმე ხანში ძალიან სასარგებლო იქნება თავისი კლუბისათვის.
“რა თქმა უნდა, რამდენიმე ხნის შემდეგ შესაძლოა ჩავი მწვრთნელად მოგვევლინოს. მე ვფიქრობ, რომ მას თავისი ცოდნით და გამოცდილებით შეუძლია გახდეს დიდი მწვრთნელი და ძალიან გამოადგეს ჩვენს კლუბს. იმედი მაქვს რომ იგი ამ სფეროში ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ახლაა. ჩავი დღეების გატარება ფეხბურთის გარეშე არ შეუძლია.”-განაცხადა პეპ გვარდიოლამ.