ესპანეთის სამეფო თასის მიმდინარე გათამაშებაში ”ბარსელონას” ფინალში გასვლისთვის მხოლოდ ერთი მეტოქის დამარცხება სჭირდება.
– დღევანდელი 1/2 ფინალი 50-ეა ”ბარსელონასთვის”. ბოლოს ამ ეტაპზე ”ბარსამ” 2008-09 სეზონში იასპარეზა და ”მალიორკას” დამარცხების შემდეგ ფინალში ”ატლეტიკს” შეხვდა.
– 50 1/2 ფინალიდან გუნდმა 31-ში იმარჯვა.
– ”ბარსელონა” სამეფო თასის მოგების რაოდენობით რეკორდსმენია. მათ სამეფო თასი 25-ჯერ მოიგეს, მეორე ადგილზე ”ატლეტიკია” 23 ტიტულით. მესამე პოზიციაზე 17 ტიტულით მადრიდის ”რეალი” იმყოფება.
– სამეფო თასის მიმდინარე გათამაშებაში ”ალმერიას” მარცხი არ განუცდია.
– ტურნირის ამ ეტაპზე ”ბარსა” ყველაზე ხშირად ”ატლეტიკოს” დაუპირისპირდა. ისინი 1/2 ფინალში ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ. მას მოსდევს ბილბაოს ”ატლეტიკი” (6), ”რეალი” და ”ვალენსია” (5).
– დღეს ”ბარსელონა” და ”ალმერია” ტურნირის ამ ეტაპზე ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.