მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” პრესკონფერენციაზე პიკე ისაუბრებს

“ბარსელონას” პრესკონფერენციაზე პიკე ისაუბრებს

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, თბილისის დროით ღამის ორის ნახევარზე “ბარსელონა” პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ჟერარ პიკე ისაუბრებს და მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, ცენტრალური მცველი თავისი პოსტის მნიშვნელობას განმარტავს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ბარსელონას” 3-იანმა ნეიმართან ერთად გადაღებული ფოტო დადო და “ის რჩება” დააწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტების წინაშე პიკე ხავიერ მასკერანოსთან ერთად წარდგება. დიდი ალბათობით, ესპანელი უკანახაზელი თავის სიტყვებს უკან არ წაიღებს და მისი პოზიცია ბრაზილიელი ფეხბურთელის პსჟ-ში ტრანსფერზე კვლავ იგივეა.

პრესკონფერენციის შემდეგ, გუნდი პუბლიკისთვის ღია სავარჯიშო სესიას გამართავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში