“ბარსელონა” ნიუ ჯერსიში ვარჯიშს დაუბრუნდა და ძლიერმა წვიმამ ერნესტო ვალვერდე და მისი შეგირდები სამუშაოს ვერ მოსწყვიტა.
სავარჯიშო სესიამდე ჟორდი ალბამ ამერიკულ ტურნესა და ნეიმარის მომავალზე ისაუბრა.
“ნეიმარი “ბარსელონას” მოთამაშე იქნება კონტრაქტის ამოწურვამდე. ჩვენ საკმაოდ მშვიდად ვართ. გასახდელშიც დიდი სიმშვიდეა, ის აქ ძალიან ბედნიერია.”
მარცხენა მცველმა პიკეს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ფოტოზეც გააკეთა კომენტარი: “მე პირადად ნეიმართან არ მისაუბრია. პიკეს ჰკითხეთ, თუმცა მღელვარება ახლა ბუნებრივია. ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.”
ესპანელი ფეხბურთელი პრე სეზონის დაწყებით ბედნიერია. “ფეხბურთელები შესანიშნავად მუშაობენ.” რაც შეეხება “იუვენტუსთან” დაპირისპირებას, ალბას აზრით, გუნდმა კარგი თამაში აჩვენა.



