“პარი სენ-ჟერმენის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლორან ბლანი, პრესაში ბოლო დროს არსებულ აქტუალურ თემას გამოეხმაურა.
“პსჟ-ს სურს გახდეს ევროპული გრანდი, ამ კლუბს წარმოუდგენელი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. ნეიმარის კალიბრის მოთამაშესთან ერთად, მომავალში პსჟ, შესაძლოა, ევროპის ერთ-ერთი დიდი კლუბი გახდეს. შეძლებს თუ არა “პარი სენ-ჟერმენი” მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას? დიახ.” – განაცხადა ბლანმა.



