“ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა ნიუ-იორკში NBA-ს ოფიციალურ მაღაზიას ეწვია, სადაც “გოლდენ სთეით უორიორსის” მაისური იყიდა, თავისი სახელითა და სათამაშო ნომრით.
ფოტოები NBA-ს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალური ლიგის გასულ სეზონში, “გოლდენ სთეითმა” ფინალურ სერიაში “კლივლენდ კავალიერსი” 4-1 დაამარცხა.





