მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარსა და “ბარსელონას” შორის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა

ნეიმარსა და “ბარსელონას” შორის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა

“იუვენტუსთან” გამარჯვების შემდეგ (2:1), ნეიმარის მამას, ნეიმარ და სილვა უფროსსა და “ბარსელონას” ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

“ბარსელონამ” მოსალოდნელ შედეგს ვერ მიაღწია და ახლა ბრაზილიელი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან ისე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, იტყობინება Marca.

წყაროს ინფორმაციით, გუნდის წევრები პესიმისტურად არიან განწყობილები და ფიქრობენ, რომ ნეიმარი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.

ადრე “ბარსელონას” ლიდერები, მათ შორის ლიონელ მესი, ლუის სუარესი და ხერარდ პიკე ნეიმარს შეხვდნენ, რათა ის დარჩენაში დაერწმუნებინათ. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარმა მათი არგუმენტები მიიღო და დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ ახლა საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში