“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი, ჟოან გასპარი პრესაში ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ნეიმარი, შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდეს.
“ნეიმარი “ბარსელონას” არ დატოვებს. მე ვფიქრობ, პსჟ-ს ხელმძღვანელობა აღშფოთებულია იმით, რომ “ბარსელონა” მათი მოთამაშის შეძენას ცდილობდა. ნეიმარის ირგვლივ ტალღა კი – ეს უბრალოდ ანგარიშსწორებაა.
ისინი ცდილობენ მის გარშემო აურზაური შექმნან.” – განაცხადა გასპარმა.
როგორც მოგეხსენებათ, “ლურჯ-ბროწეულისფერები” აქტიურად ცდილობდნენ პარიზელთა ნახევარმცველის, მარკო ვერატის გადმობირებას, თუმცა, საბოლოოდ, იტალიელი მაინც ფრანგულ კლუბში დარჩა.



