ერნესტო ვალვერდეს კოლექტივი მუშაობას განაგრძობს. “ბარსელონამ” ორშაბათს პირველი სავარჯიშო სესია უკვე ჩაატარა, ხოლო განმეორებითი მოგვიანებით შედგება.
რაფინიამ და ჟერარ დეულოფეუმ სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღეს, რადგან ისინი ტრავმის მოშუშებას ცდილობენ. ბრაზილიელი სავარაუდოდ, გუნდს აგვისტოს შუა რიცხვებში დაუბრუნდება, ესპანელის გამოჯანმრთელებას კი ახლო მომავალში ელიან.
“ბარსელონას” ამერიკაში რაფინია ალკანტარა ვერ გაჰყვება და ტრავმის მოშუშებას Sant Joan Despi-ში მდებარე ობიექტებზე ეცდება. კატალონიური RAC1 არ გამორიცხავს, რომ გუნდს დეულოფეუც დააკლდება.




უნდა მოვიგოთ