დღეს დილით, Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დეულოფეუ გუნდთან ერთად ვარჯიშს შეძლებდა, თუმცა, Mundo Deportivo-ს თანახმად, “ბარსელონამ” უკვე დაიწყო დილის სავარჯიშო სესია ადგილობრივი დროით 10-ის ნახევარზე, ახალგაზრდა ესპანელი შემტევი კი ისევ არ ჩანს.
რაფინიასა და დეულოფეუს არყოფნის პარალელურად, მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ: ანდრე ორტოლა, სერჟი პალენსია, მარკ კუკურელია, კარლეს ალენია და ვიტინიო.
ტრავმირებულებთან ერთად, ჯერ-ჯერობით არ ვარჯიშობს კლუბის ახალწვეული ნელსონ სემედუ, რომელიც ჯერ კიდევ შვებულებაშია, თუმცა ოთხშაბათს გუნდთან ერთად ამერიკაში გაემგზავრება. მისი თანამემამულე ანდრე გომეში და “ბარსელონას” მეკარე მარკ ანდრე ტერ შტეგენი კი 30 ან 31 ივლისს დაბრუნდებიან.
ასევე შეგახსენებთ, რომ თბილისის დროით 14:30 საათზე ერნესტო ვალვერდე და რობერტ ფერნანდესი პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც კლუბის მიზნებზე და ახალი სეზონის სტარტზე ისაუბრებენ, რომელიც ოფიციალურად 13 აგვისტოს გაიხსნება ესპანეთის სუპერ თასით.
კლუბი შტატებისკენ 19 ივლისს გაემართება და ამხანაგურ ტურნირში “იუვენტუსს”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.