“ბარსელონა” ნახევარდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად და კატალონიური გუნდის რადარზე პაულინიო იყოფება. “გუანჩჟოუ” ბრაზილიელის გაშვებას არ გეგმავს, მაგრამ ესპანური გრანდის იმედიანი განწყობა მოთამაშის ქმედებებს ეფუძნება, იტყობინება MD.
“ბარსელონას” სურს, რომ პაულინიომ “გუანჩჟოუს” ხელმძღვანელობა მის გაყიდვაში დაარწმუნოს. ფეხბურთელის აგენტი მოცემულ მომენტში ჩინეთში იმყოფება, რათა კლუბთან მოლაპარაკება აწარმოოს.
გასულ კვირაში, “ევერგრანდის” ხელმძღვანელობამ, ლუის ფელიპე სკოლარისთან ერთად აღნიშნა, რომ კლუბს პაულინიოს შენარჩუნება სურს, რომლის მოქმედი კონტრაქტი 2020 წელს იწურება და გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს.


