მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდუ 30 ივლისს “რეალს” დააკლდება

რონალდუ 30 ივლისს “რეალს” დააკლდება

Marca ვარაუდობს, რომ კრიშტიანუ რონალდუ UEFA-ს სუპერთასის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართ მატჩს გამოტოვებს, მაგრამ მოედანზე 13 აგვისტოს, “ბარსელონას” წინააღმდეგ გამოვა.

32 წლის პორტუგალიელი მოცემულ მომენტში, დამღლელი სეზონისა და კონფედერაციის თასის შემდეგ, შვებულებაში იმყოფება. ამ კვირაში კრიშტიანუმ მადრიდში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რის შემდეგაც კვლავ დასასვენებლად გაემგზავრება. რონალდუს სარეკლამო ღონისძიებები აქვს დაგეგმილი. ის ვარჯიშს მხოლოდ ივლისის ბოლოს შეუდგება.

ეს ნიშნავს იმას, რომ თავდამსხმელი 30 ივლისს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს და სავარაუდოდ, 8 აგვისტოს “მანჩესტერთან” “სამეფო კლუბს” ვერ დაეხმარება. მოსალოდნელია, რომ ახალ სეზონს რონალდუ ესპანეთის სუპერთასის ფინალში, “ბლაუგრანას” წინააღმდეგ დაიწყებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში