მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სემედუ: “ბარსელონაში თამაში ბავშვობიდან მსურდა”

სემედუ: “ბარსელონაში თამაში ბავშვობიდან მსურდა”

ნელსონ სემედუ კლუბის ოფიციალურ მედიას ესაუბრა და კლუბის გულშემატკივრებს მისი უკეთ გაცნობის საშუალება მისცა. პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ იგი ბავშვობიდან “ბარსელონას” გულშემატკივარია, რადგან “რონალდინიო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო, რომელიც ბურთთან ერთად საოცარ სანახაობას გვთავაზობდა და ჩემი “ბარსელონასადმი” სიმპათიები სწორედ მან გააჩინა.”

მარჯვენა მცველის “ბარსელონელი” კუმირების რაოდენობა მხოლოდ გაუჩოთი არ შემოიფარგლება. მან ასევე დაამატა, რომ “FIFA-ს თამაშისას ყოველთვის “ბარსელონას” ვირჩევ, რადგან მათ საუკეთესო გუნდი ყავთ. ახლა კი მათი არჩევისთვის უფრო დიდი მიზეზიც მაქვს.”

სემედუს ახსოვს პორტუგალიელები, რომლებსაც თავის დროზე ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმა მოურგიათ. “ფიგუ, დეკუ, ვიტორ ბაია, სიმაო, ფერნანდო კოუტო და სხვები. ბევრი არ მახსოვს, რადგან მაშინ პატარა ვიყავი.” ყოფილმა “ბენფიკელმა” კომენტარი თავის თანამემამულეზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ანდრე გომეში მას “ბარსელონაზე” ესაუბრა. “ის ამ კლუბის გამორჩეულობაზე მესაუბრა და მითხრა, რომ ეს დიდი ოჯახია.”

“ბლაუგრანას” ახალწვეულმა თავის წარსულზეც ისაუბრა: “15 წლამდე ქუჩაში ვთამაშობდი და მანამდე ვცდილობდი პროფესიონალურ დონეზე თამაშის დაწყებას, სანამ ამას არ მივაღწიე. 15 წლის ასაკში “სინტრენსეს” ლიდერებმა შემამჩნიეს და კონტრაქტი გავაფორმეთ. სწორედ აქ დაიწყო ჩემი კარიერა.”

“ბენფიკა ბ”-ში იგი ჰელდერ კრიშტოვაომ მარჯვენა მცველად აქცია. “ეს ჩემთვის ტაქტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დრო იყო. ჰელდერი ძალიან დამეხმარა და მისი მადლობელი ვარ. მან ჩემი, როგორც ფეხბურთელის განვითარებაში ფუნდამენტალური როლი ითამაშა. ძველი სემედუსგან ბევრი აღარაფერი დარჩა. ადრე წინ წასვლა და გოლების გატანა მიყვარდა, ახლა კი მარჯვენა მცველი ვარ და ეს ჩემს თამაშზე აისახება.”

სემედუ, როგორც მან პრესკონფერენციაზე დაგვანახა, საკმაოდ ამბიციურია და “ბარსასთან” ერთად ყველაფრის მოგება სურს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში