“ბარსელონა” მარკო ვერატის ტრანსფერის საკითხს არ ეშვება, იტყობინება SPORT.
კატალონიელებმა საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონს 24 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზეს და ისინი მზად არიან შეთანხმებაში ივან რაკიტიჩიც ჩართონ.
“ბლაუგრანამ” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ნელსონ სემედუ, დეულოფეუ, ვიტინიო და მარლონი გაიფორმა.


