მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სემედუ: “გუნდთან ერთად მუშაობის დაწყება მსურს”

სემედუ: “გუნდთან ერთად მუშაობის დაწყება მსურს”

ნელსონ სემედუ უკვე “ბარსელონას” მოთამაშეა. მისი წარდგენა “კამპ ნოუზე” რამდენიმე საათის წინ შედგა და ამის შემდეგ პრესკონფერენციაც გაიმართა. პორტუგალიელი ფეხბურთელის პირველი სიტყვები “ბლაუგრანას” ფეხბურთელის ამპლუაში კი შემდეგი გახლდათ: “ამ ფორმის ტარება დიდი პატივია და ყოველ თამაშში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ჩავდებ.”

ხოსეპ მარია ბართომეუმ კი განაცხადა, რომ მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერება კლუბის პრიორიტეტს წარმოადგენდა.

კლუბის პრეზიდენტმა ისიც დაადასტურა, რომ ტრანსფერის ღირებულება 30 მილიონი ევროა გარკვეულ შემთხვევებში დამატებითი ბონუსების სახით. “ეს ის ფასია, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ პარამეტრებში კარგად ჯდებოდა.”

პრესკონფერენციაზე თავად ფეხბურთელი მადლობელი იყო “ბარსელონასა” და თავისი აგენტის, რომლებმაც საშუალება მისცეს კატალონიურ გრანდში ეთამაშა. “როცა გავიგე, რომ “ბარსელონას” ყურადღების ქვეშ ვიყავი, სხვა ვარიანტებზე არც მიფიქრია – პირველი არჩევანი სწორედ ეს იყო. მე ამ კლუბზე ვიყავი კონცენტრირებული და მასთან ერთად ჩემმა აგენტმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. ტრანსფერი მისი წყალობით შედგა.”

“მადლობას გიხდით ნდობისთვის. ამ ფორმის ტარება დიდი პატივია, რადგან ეს კლუბიც და ქალაქიც ყოველთვის ძალიან მომწონდა. ვიმედოვნებ, შემდეგ წლებში ძალიან პროდუქტიული ვიქნები.”

“ჩემი აზრით, მე ისეთი ტიპის ფეხბურთელი ვარ, რომელიც წაგებას არასდროს ეგუება და არც დანებება სჩვევია – მატჩი მსაჯის სასტვენამდე გრძელდება. სწორედ ამიტომ უნდა მენდოთ და ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო.”

“ბარსელონაში შესანიშნავი მოთამაშეები არიან და ვიმედოვნებ, მათთან ერთად უფრო განვვითარდები.”

“თამაში ცენტრში დავიწყე. თუმცა შემდეგ მწვრთნელმა პოზიციის შეცვლა შემომთავაზა და კარიერა ისე განვაგრძე, როგორც მარჯვენა მცველმა. ვცდილობ, ყველასგან ვისწავლო და მათი საუკეთესო თვისებები ჩემს თავში განვავითარო.”

“ჩემი აზრით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან განვვითარდი და ამისთვის ჩემს მწვრთნელებს დიდ მადლობას ვუხდი.”
“რა თქმა უნდა, “ბარსელონას” ინტერესი როცა გავიგე, რეაქცია შესანიშნავი იყო. ყველას უნდა ამ კლუბში თამაში. აქ დიდი ენთუზიაზმით მოვედი და აღტაცებული ვარ – მუშაობის დაწყება მსურს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში