როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელები აქტიურად არიან დაინტერესებულები “გუანჩჟოუს” ბრაზილიელი ნახევარმცველის, პაულინიოს შეძენით. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული ტრანსფერის ბოლო ვადა 14 ივლისი იყო, რადგან სწორედ ამ დღეს სრულდება ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა.
თუმცა, მადრიდული Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული რეგულაცია ფეხბურთელების გაყიდვაზე არ მოქმედებს. ასე რომ, აზიურმა კლუბმა შესაძლოა 28 წლის ფეხბურთელი ნებისმიერ დროს გაუშვას. მაშასადამე, დრო 31 აგვისტომდეა. საგულისხმოა, რომ თუ ვერატის ტრანსფერი მაინც შედგება, ამჟამინდელი სიტუაციის მიხედვით ისიც სატრანსფერო ფანჯრის დასასრულისკენ გაოფიციალურდება.
შესაბამისად, თუ ვერატის ფასსა და მოლაპარაკებების წარმატებულობას განვიხილავთ, “ბარსელონას” აგვისტოს ბოლოს ეცოდინება, შეუძლია თუარა კლუბს პაულინიოზე ფსონის გაზრდა და იმ თანხის გადახდა, რომელსაც “გუანჩჟოუ” ითხოვს.


