ბრაზილიური პორტალის, UOL-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” ჩინურ კლუბს კიდევ ერთი, ამჯერად 27 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა პაულინიოზე. თუმცა, როგორც ჩანს, “გუანჩჟოუ” არ აპირებს ბრაზილიელ ნახევარმცველს 40 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად შეელიოს. საგულისხმოა ისიც, რომ ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა 2 დღეში იხურება, ასე რომ, კატალონიელებს დრო ეწურებათ.
თავად 28 წლის ნახევარმცველს “ბლაუგრანაში” თამაში სურს და ცდილობს ლუიშ ფელიპე სკოლარი მის გაშვებაშიც დაარწმუნოს. ასევე, ტრანსფერს აფერხებს ჩინეთის ახალი რეგულაცია – თუ კლუბი ტრანსფერის სახით 6 მილიონ დოლარზე მეტს დახარჯავს, გარკვეული ნაწილი ჩინეთის მთავრობას უნდა გადაეცეს, რაც “გუანჩჟოუს” პაულინიოს შემცვლელის პოვნას გაურთულებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრანსფერის ბოლო ვადა პარასკევია, აზიელები კი არ აპირებენ ფეხბურთელის მის გამოსასყიდ თანხაზე, 40 მილიონ ევროზე ნაკლებად გაშვებას. შესაძლოა, ხოსეპ მარია ბართომეუმ და მისმა კოლეგებმა ნახევარმცველს ხელფასის შემცირება შესთავაზონ, რათა შემოთავაზებამ აღნიშნულ თანხას მიაღწიოს.