“ბარსელონამ” “პალმეირასის” 19 წლის შემტევი ნახევარმცველის, ვიტინიოს ტრანსფერი დაადასტურა. ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკალი კატალონიურ კლუბში არენდით ითამაშებს. ერთი წლის შემდეგ, “ბარსას” მისი 12 მილიონ ევროდ გაოსყიდვა შეეძლება.
ვიტინიო “ბარსა ბ”-ში ითამაშებს, თუმცა, გასულ სეზონში მარლონის მსგავსად, შესაძლოა, მას თავის პირველ გუნდში გამოჩენის შანსიც მიეცეს. წინასასეზონო მზადებას კი ის კატალონიელთა ვარსვკლავებთან ერთად გაივლის.
ბრაზილიელი გუნდს დღესვე შეუერთდება.


