“ბარსელონას” მცველი, დუგლას პერეირა, რომელმაც გასული სეზონი არენდის წესებით ხიხონის “სპორტინგში” გაატარა, კატალონიურ კლუბში დაბრუნდება.
როგორც Sport.es იტყობინება, უკვე ხვალ, 26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი სავარჯიშო სესიაზე “ლურჯ-ბროწეულისფერებს” შეუერთდება. თუმცა, დუგლასის “ბარსაში” დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან ის გუნდის მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის. ამიტომაც კლუბი იმაზე იმუშავებს, რომ ფეხბურთელისთვის ახალი გუნდი იპოვონ.


