workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბელეტი “ბარსელონას” ელჩად დანიშნეს

ბელეტი “ბარსელონას” ელჩად დანიშნეს

“ბარსელონას” ყოფილი მცველი, ჟულიანო ბელეტი კლუბის ელჩად დანიშნეს, იტყობინება კატალონიური კლუბის Twitter-ის ოფიციალური გვერდი.

ბრაზილიელი შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში კატალონიურ გუნდს სხვადასხვა ღონისძიებებში წარადგენს. ასევე, კლუბი და ყოფილი ფეხბურთელი სოციალურ და ორგანიზაციულ პროექტებში ითანამშრომლებენ.

“ჩემთვის პატივი და დიდი სიამოვნება იქნება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო კლუბის წარდგენა. ვეცდები “ბარსელონას” ბრენდის რეკლამირებას მთელ მსოფლიოში და იმის ჩვენებას, რომ ეს მეტია, ვიდრე კლუბი.” – განაცხადა ბელეტიმ.

41 წლის ექს-ფეხბურთელი “ბარსელონას” ღირსებას 2004-დან 2007 წლამდე იცავდა და კატალონიელებთან ერთად ორი ესპანეთის ჩემპიონატი, ორი ესპანეთის სუპერთასი და უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward