workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ – ვერატის ტრანსფერის მთავარი მოქმედი პირი

ბართომეუ – ვერატის ტრანსფერის მთავარი მოქმედი პირი

მარკო ვერატის გაფორმება “ბარსელონას” უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. კატალონიელთათვის “გეგმა ა, ბ და ც” მომდევნო სეზონისთვის ნახევარდაცვის გაძლიერებაა და ხელმძღვანელები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ ეს იტალიელი ნახევარმცველის ხარჯზე მოხდეს. 24 წლის ფეხბურთელი ერნესტო ვალვერდესაც უპირველეს მიზნად მიაჩნია, რომლის დახმარებითაც შეძლებს “ბლაუგრანას” კიდევ ერთი ტრებლი მოაგებინოს.

მიუხედავად ამისა, ორივე მხარეს წინ ერთი დიდი კედელი დახვდა პარიზული კლუბის სახით და მათ ამ ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ნასერ ალ-ხელაიფიმ კატეგორიული უარი განაცხადა ტრანსფერზე მოლაპარაკებების დაწყებაზე. აღსანიშნავია, რომ მარკო ვერატი კლუბმა გაისტუმრა იმ წინადადებით, რომ თუ მას “ბარსელონაში” გადასვლა სურს, პარიზელთა ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მის ტრანსფერს სხვა ნებისმიერ კლუბში, გარდა კატალონიელებისა. ხელაიფის ასეთი ბრაზი “ბარსელონას” მიმართ იმან გამოიწვია, რომ “Qatar Airways” კლუბის მთავარი სპონსორი აღარაა, პსჟს პრეზიდენტი კი კატარის სამეფო ოჯახის წევრია – ესე იგი მათი სპონსორი.

ამ ყველაფრის ჩახლართულობის ფონზე, როგორც ჩანს, ვერატის სატრანსფერო საგის მთავარი პერსონაჟი, რომელიც ეცდება პრობლემის გასაღების პოვნას, “ბარსელონას” პრეზიდენტია. სწორედ მას შეუძლია პსჟ-ს პრეზიდენტის დარწმუნება ვერატის გაშვებაში. “ბლაუგრანას” ხელმძღვანელმა უკვე გამართა მოლაპარაკება კლუბის ვიცე პრეზიდენთან და როგორც ჩანს, შემდეგი ნასერ ალ-ხელაიფი იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Hamatsuki
    schedule 03 ივლ 2017, 14:35
    #6

    ზრდილობა არ მოგვეკითხება ქართველებს)))))

  • marco…verratti
    schedule 03 ივლ 2017, 14:27
    #5

    რა სიტყვებს ხმარობტ? კაიტ რა სირცხვილია

  • theodore bagwell
    schedule 03 ივლ 2017, 13:57
    #4

    მარჯვენა მცველის ბაზარი რატო გაქრა ვერ ვხვდები

  • davidusi 2020
    schedule 03 ივლ 2017, 12:43
    #3

    მე ადრეც ვწერდი მარტო ბარსაზე არა დამოკიდებული ვერატის ტრანსფერი,არაბებს ფულით ვერ გააკვირებ,ჩვენ კი გვინდა ყველა საუკეთესო ბარსაში თამაშობდეს,პსჟ არა ქუჩის გუნდი და თუ წელს კოუტინიოც დაიმატეს მომავლში ძალიან სერიოზული ძალა იქნება,აქ მე ვთლი ვერატიმ უფრო უნდა იაქტიუროს და დაარწმუნოს პრეზიდენტი რო გაშვას.
    პ.ს. ისე გინებებით რო არ გამოხატოთ თქვენი ემოცია არ შეიძლება, ბევრი მანდილოსანი და ბავშვი შემოდის საიტზე,ქართულში ბევრი უფრო ლამაზი სიტყვები არსებობს!

  • lado-barca
    schedule 03 ივლ 2017, 12:07
    #2

    ხელაიფი ხაარ თუ ვინ გამოუშვი ვერატი!

  • KoCheQsa
    schedule 03 ივლ 2017, 12:02
    #1

    ხელაიფი და კარგის *ყვნა მაგას