workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მეორე წრის მოლოდინში

მეორე წრის მოლოდინში

1982–83 წლების სეზონი იდგა, როდესაც სანტანდერელმა ფეხბურთელებმა როგორც იქნა “ნოუ კამპზეც” გაიხარეს და შინ 3 ქულით დაბრუნდნენ. მართალია სეზონის ბოლოს ისინი სატურნირო ცხრილში ბოლო, მე–18 ადგილზე აღმოჩნდნენ, მაგრამ “ნოუ კამპზე” ხომ მაინც მოახერხეს გამარჯვება. ამ სეზონიდან კი უკვე ამდენი დრო გავიდა და ისინი ვერა და ვერ ახერხებენ კატალონიელების “ნოუ კამპზე” დამარცხებას. სამაგიეროდ სანტანდერელების დამარცხებას ახერხებენ კატალონიელები და დღეს, თბილისის დროით 23 საათზე, პეპის შეგირდები ამ სეზონში მეორედ და კლუბის ისტორიაში აღარ ვიცი უკვე მერამდენედ, “რასინგის” მუხლებზე დაჩოქებას კიდევ ერთხელ და ამ სეზონში ალბათ საბოლოოდ შეეცდებიან…

დღეს, “რასინგი” “ნოუ კამპს” მეთოთხმეტე ადგილის ბინადრის როლში ეწვევა, ხოლო “ბარსა” მათ “ზამთრის ჩემპიონის” რანგში დახვდება. ალბათ რთული მისახვედრი არ არის, თუ ვინ იქნება დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტი, თუმცა როდესაც კატალონიური კლუბი შეხვედრას მართავს, მაშინ მატჩის ფავორიტის ძიება დიდ ხანს არავის უწევს ხოლმე. ამისდა მიუხედავად არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ მაინც ეტყვით, რომ “ბარსას” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მსგავსად არ ვფიქრობ და მგონია, რომ ამ დროისთვის, “რასინგს” “ბარსასთვის” არანაირი წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია.

ნახევარი საქმე გაკეთებულია, ახლა მეორე ნახევრის დროა. თუ “ბარსას” ოფიციალურ ვებ–საიტს დავუჯერებთ, გეტყვით, რომ კატალონიელებს შესაძლებელი 57 ქულიდან 52 ქულა აქვთ აღებული, რაც 17 გამარჯვებითა და ერთი ფრედ დამთავრებული შეხვედრის წყალობით შეძლეს. ასევე შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” შემდეგ პირველ ადგილზე ჟოზე მაურინიოს “რეალ მადრიდია”, რომელიც “ზამთრის ჩემპიონს”, ზოგიერთი გუნდის დამსახურებით, 4 ქულით ჩამორჩება. ჟოზეს რამდენიმე ფეხბურთელმა კი ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახლა მათთვის ყველა მატჩი ფინალია. მინდა გითხრათ, რომ მე მადრიდელების ფინალი უკვე დიდი ხანია არ მინახავს და ახლა მაქვს შესაძლებლობა რა სეზონის მთელი მეორე ნახევარი ვიჯდე და “რეალ მადრიდის” მიერ ჩატარებულ ფინალებს ვუყურო, რითიც მე ძალიან გახარებული ვარ.

ალბათ ყველას მოეხსენება, რომ “ბარსა” ბოლო შეხვედრაში, “რეალ ბეტისთან” ანგარიშით, 1–3 დამარცხდა, რის გამოც გუნდმა 28 წაუგებელი თამაშიანი სერია შეწყვიტა, მაგრამ როგორც კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი გვამცნობს, პეპის გუნდი რაიკაარდის 2005/06 წლების სეზონის რეკორდს უახლოვდება. ამ სეზონში რაიკაარდის გუნდმა ზედიზედ 14 შეხვედრაში მოახერხეს წარმატების მოპოვება, ხოლო ახლა “ბარსა” უკვე ზედიზედ 13 თამაშია, რაც შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას ახერხებს და იმედია დღეს ეს რეკორდი განმეორდება და “რასინგი” შინ არც მეტი, არც ნაკლები ნული ქულით დაბრუნდება. ბოლო 4 შეხვედრაში, რომელიც კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე გამართეს, 16 გოლის გატანა შეძლეს. ვიქტორ ვალდესის კარის ბადეში კი ბურთი მხოლოდ და მხოლოდ 2–ჯერ გაეხვა, რაც ძალიან კარგი შედეგია და რაც ყველას ერთ ძალზედ სასიამოვნო ფაქტს გვახსენებს.

კატალონიელებს დღევანდელ შეხვედრაში ვერ დაეხმარებათ ტრავმირებული ხეფრენი და ალვეში, ხოლო გუნდს, სათადარიგოთა სკამებიდან, ვერ გაამხნევებს ხოსე მანუელ პინტო, რომელიც დღეს თურმე მისივე მუცლით იქნა შეწუხებული, რის გამოც პეპი სათადარიგოთა სკამის შევსებას ოიერით შეეცდება. სასიხარულო ფაქტი კი ის გახლავთ, რომ ვარჯიშს დაუბრუნდა გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი. “რასინგის” მხრიდან კი მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს სანტადერელთა კაპიტანი, პედრო მუნიტისი, რომელმაც ბოლო შეხვედრაში, რომელიც “რასინგი” “ატლეტიკ ბილაბოს” წინააღმდეგ მართავდა, წითელი ბარათი მიიღო. ასე, რომ დღეს, თუ სანტანდერელებმა ვერც ერთი ქულის მოპოვება ვერ შეძლეს, მაშინ შეუძლიათ ყველაფერი იმ წყეულ მსაჯს დააბრალონ, რომელმაც მუნიტისს წითელი ბარათი უჩვენა.

მართალია მესის, ვილიას და პედროს მოწინააღმდეგის კარის ბადეში ბურთი მთელ “რასინგთან” შედარებით 27–ით მეტჯერ აქვთ გახვეული, მაგრამ სანტანდერელები და მადრიდელები იმედს არ კარგავენ, რომ კატალონიელები დღეს, საკუთარ მოედანზე 3 ქულას, 2 ქულას, ან როგორმე 1 ქულას მაინც დაკარგავენ…

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward