Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ალ სადის” ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი ცდილობს “ბარსელონას” კაპიტანი, ანდრეს ინიესტა კარიერის ყატარში გაგრძელებაში დაარწმუნოს.
ჩავიმ ყოფილი თანაგუნდელი დოჰაში მიიწვია და მას ადგილობრივი პირობები გააცნო. ინიესტამ, შესაძლოა, ფინანსურად მომგებიანი ხელშეკრულება მიიღოს, რაც მრავალი წლის განმავლობაში საკუთარი თავისა და ოჯახის უზრუნველყოფაში დაეხმარება.
ინიესტა ევროპაში დარჩენის ვარიანტს არ განიხილავს, რადგან არ სურს “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში. სწორედ ამიტომ უარყო ნახევარმცველმა “მანჩესტერ სიტის” შემოთავაზება.
ინიესტამ “ბარსელონა”, შესაძლოა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვოს.




ეხ ჩავი რა მაგარი კაცი ხარ ინისთან ერთად
ხო 2018 წელს უნდა დატოვოს გუნდი აბა რაგა უნდა ქნას და ჩავის გუნდში გადავიდეს რო აღსდგეს საუკეთესო ნახევარდაცვის დუეტი
ჩავი არ მაგინებინო თავი შენ გააჯვი ინისაც აცადე თამაში