workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
პრესა: ვერატი და მისი ალტერნატივები, მესის ქორწილი

პრესა: ვერატი და მისი ალტერნატივები, მესის ქორწილი

წარმოგიდგენთ ესპანური პრესის დღევანდელ ქრონიკებს.

სანამ საერთაშორისო ტურნე დაიწყება, კატალონიელები კვლავ ფიქრობენ მომავალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერების ყოველგვარ ვარიანტზე. ცხადია, “ბარსელონას” პრიორიტეტს პსჟ-ს იტალიელი ნახევარმცველი, 24 წლის მარკო ვერატი წარმოადგენს, თუმცა უკვე ყველასთვის ცხადია, რომ მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება და იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა, კლუბი ყურადღებას ანდერ ერერაზე (“მანჩესტერ იუნაიტედი”) და რიად მაჰრეზზე (“ლესტერი”) გადაიტანს. სწორედ ეს ორი ფეხბურთელი მოხვდა Sport-ის გარეკანზე.

რაც შეეხება Mundo Deportivo-ს, მათ წინა პლანზე ლიონელ მესისა და ანტონელა როკუცოს ქორწილი წამოწიეს. ცერემონია ხვალ, როსარიოში გაიმართება. პრესის ინფორმაციით, 260 სტუმარს, რომელთაგან ბევრი არგენტინას კერძო თვითმფრინავითაც ეწვევა, დაცვის 300 თანამშრომელი დაიცავს.

L’Esportiu-ს ყდაზე კი კარლეს ალენიას ფოტოს წავაწყდებით – ახალგაზრდა ტალანტი, რომელმაც მიუხედავად “ტოტენჰემის” ინტერესისა, კატალონიურ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახლა უკვე მისი გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა, რაც მკვეთრად აფიქსირებს კლუბის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ისინი ნახევარმცველის გაყიდვას არ აპირებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Spain5
    schedule 29 ივნ 2017, 19:03
    #7

    დროა მგონი სერხი რობერტომ ნახევარდაცვაში ძირითადითვის იბრძოლოს

  • Spain5
    schedule 29 ივნ 2017, 18:14
    #6

    ინიესტა
    რაკიტიჩი
    სერხი რობერტო
    დენისი
    ანდრე გომეში
    რაფინია
    არდა
    +ალენია
    +ვისაც ვიყიდით

    9 ნახევამრცველი გვიგროვდება, ნუ ბუსკეტსის გარდა
    ამიტომ ალენიას მომავალი ბარსელონაში მაინც ბუნდოვნად მიმაჩნია
    ნუდიდი ალბათობით არდა წავა
    დარჩა 8
    ანდრე გომეშს არ ვუშვებთო
    დენისს უნდა დარჩენა და არ წავა ეგ
    ინიეტა და სერხი რობერტო არ განიხილებიან დარჩებიან რა თქმა უნდა
    დარჩნენ რაფინია რაკიტიჩი ალენია
    ალენიას წელს არ უშვებენ არსად ანუ რჩება
    +ამას ვინც მოვა კიდე
    ანუ დარჩნენ რაფინია და რაკიტიჩი
    ამ ორიდან რომელიმე უნდა წავიდეს
    რაკიტიჩმა აშკარად მოუკლო მაგრამ ალბათ კონკურენციის ნაკლებობის გამო
    თან ახლა ძირითადშI გარანტირებული ადგილი არ ექნება
    ამიტო ალბათ წავა
    რაფინია კიდე იმის გათვალისწინებით რო შედარებით უფრო ტექნიკური და სწრაფია და ფლანგზეც შეუძლია თამაშI თან ასეთი ნახევარმცველები ცოტა გვყავს ალბათ მინიმუმ ერთი სეზონი უნდა დარჩეს
    და ამ ყველაფრის მიხედვით მაინც ძალიან ბევრი ნახევარმცველი გვჩება
    ამიტომ ალენია კი მომწონს მაგრამ მისივე მომავლისთვის უკეთესი იქნება თუ 1 წელს ბარსა ბში გაატარებ და წავა
    კიდე ერთი მაგალითი იმისა რომ კანტერას ვიკიდებთ
    ამიტომ კარგი იქნება თუ რაკიტიჩის და არდას გარდა ანდრე გომეშსაც გავუშვებთ

  • lado-barca
    schedule 29 ივნ 2017, 18:13
    #5

    მაგარია!

  • Carles16
    schedule 29 ივნ 2017, 17:07
    #4

    საკმაოდ რეალური მიზეზევი აქვს იმას, თუ რატომ არ ოფიციალურდება ჯერ ვერატი. პირველ რიგში ვფიქრობ რომ ჯერ შიდა პრობლემებს მიხედავენ, კო ტრაქტების გახანგრძლივებებს და რაღაცებს. მერე კიდე პრესაში ფული უნდა შევიდეს ასე რომ მაქსიმალურად გაიწელება.

  • Johan Cruyff 14
    schedule 29 ივნ 2017, 17:02
    #3

    კარგიააა მესი ქორწინდება

  • theodore bagwell
    schedule 29 ივნ 2017, 17:02
    #2

    Aleniam rom gaaxangrdzliva gaaswora

  • GIORGI.cule
    schedule 29 ივნ 2017, 17:02
    #1

    ვახ ვერატი უნდა დავითრიოთ თუ ვერატი ვერა მაშინ საული ან კოუტინიო ეს მაჰრეზები და ჰერერები არ გამოგვადგება თან ასაკი აქვთ უკვე. იმედია მარჯვენა მცველსაც ვინმე კარგ იგროკს მოიყვანენ სემედუს ან ბელერინს ესენი თუ არა კანსელუ მაინც. მარლონი დააწინაუტონ და შეტევაში არვიცი ვინ და როგორ აქაც არის ვარიანტები დეულეფეო დემბელე ასევე ლაკაზეტი ან ვინმე საშუალოზე ცოტა მაღალი დონის რომ მსნ ჩაანაცვლოს ხოლმე და მოგვარდება ყველაფერი 😉