კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა პორტუგალიელმა გამთამაშებელმა დეკომ განაცხადა, რომ “ბარსელონა” ძალიან ეფექტურ და მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობს:
““ბარსა” დღესდღეობით ძალიან ეფექტურ ფეხბურთს თამაშობს. ისინი ახლა უკეთესად თამაშობენ, ვიდრე მაშინ ,როდესაც მე ვიყავი ამ კლუბის წევრი. გვარდიოლას გაუმართლა, რომ გუნდში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები ეზრდება. მესის, ჩავის და ინიესტას გვერდით არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს უფრო სრულყოფილს ხდიან. მათი მოგებული ტიტულების მიხედვით, დღევანდელი “ბარსა”, შეიძლება ყველა დროის საუკეთესო გუნდი გახდეს.”
მოგეხსნებათ დეკომ “ბარსელონა” 2008 წელს დატოვა. იგი საუბრობს ამის შესახებ: ” არის პერიოდი, როდესაც საქმე კარგად არ მიდის. “ბარსა” ორი წელი ვერაფერს იგებდა და ეს ცუდი სედეგი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიხსენო კარგი მოგონებები.”
პორტუგალიელმა ასევე ისაუბრა ლეო მესიზე: ” ახლა სათქმელად ადვილია, რომ მე ლეოსგან ველი ყველაფერს, მაგრამ მე ადრეც ვიცოდი, რომ იგი ყველასაგან გამორჩეული იყო. მე ძალიან ძლიერი ფეხბურთელები მყავს ნანახი,მაგრამ რასაც ლეო აკეთებს, შეუძლია უძლიერესი გახდეს.”
მესისა და რონალდინიოს შედარებაზე დეკომ განაცხადა: ” მე არ შემიძლია ვთქვა ვინაა საუკეთესო. რონალდინიო, როგორიც ადრე იყო, თუ ლეო ახლა. ორივე საუკეთესოა თავ–თავის ადგილზე, კლუბის ისტორიაში და თავიაანთი ცხოვრების გზით. რონიმ თავისი კვალი დაამჩნია “ბარსელონას” ისტორიაში.”
ბოლოს დეკომ კომენტარი გააკეთა, ამომავალ ვარსკვლავ, ტიაგო ალკანტარას შესახებ: ” მე მისი თამაში რამდენჯერმე ვნახე, როდესაც “ბარსა ბ–ში” იყო. მას ყველაფერი აქვს წარმატების მისაღწევად. მას ასევე ყავს მწვრთელი, რომელიც ახალგაზრდა ფეხურთელებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს,” დაასრულა დეკომ.
ცნობისთვის დეკო ამჟამად “ფლუმინენსეს” ფეხბურთელია და ბრაზილიის ჩემპიონატის მოსაგებად იბრძვის.



