workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სკოლარი პაულინიოს “ბარსელონაში” გადასვლას არ გამორიცხავს

სკოლარი პაულინიოს “ბარსელონაში” გადასვლას არ გამორიცხავს

ჩინური “გუანჩჟოუ ევერგრანდის” ბრაზილიელი მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ მისი გუნდი მზადაა, ტრანსფერებთან დაკავშირებით, ნებისმიერი წინადადება მოისმინოს. ეს ეხება პაულინიოს “ბარსელონაში” გადასვლასაც.

“გუანჩჟოუმ”, შესაძლოა, მსოფლიოს ნებისმიერი კლუბისგან ნებისმიერი შეთავაზება მიიღოს და მოლაპარაკებები გამართოს.

ჩინური კლუბი მოლაპარაკებებზე უარს არავის ეტყვის. ჩვენ ყველა კლუბთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ პაულინიო არსებული წინადადებით აღფრთოვანებულია, როგორც ამას ბრაზილიაში ამბობენ. ის აქ თავს კარგად გრძნობს. ფეხბურთელი თანაგუნდელებსა და ჩინელ ხალხს ძალიან მოსწონთ.

პაულინიოს არსებული ინტერესის შესახებ ვესაუბრე. ის, ჩემთვის, შვილივითაა. ის შესანიშნავად თამაშობს. ჩვენი მეგობრობა მოედნის ფარგლებს სცდება. ჩვენ ვისაუბრეთ და მან ჩემი პოზიცია იცის. თუ მოვა დრო, როდესაც პაულინიოსთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება მომიწევს, ამას გავაკეთებ. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელი მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს.” – ციტირებს სკოლარის სიტყვებს Sport.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward