“მანჩესეტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი ქვინტონ ფორჩუნი მიიჩნევს, რომ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა, რონალდინიომ, “წითელი ეშმაკების” მაისურით, ბრიტანული ამინდის გამო ვერ ითამაშა.
სანამ რონალდინიოს “ბარსელონა” შეიძენდა, ბრაზილიელი “მანჩესტერში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. არადა, რონალდინიო მანჩესტერში ჩასული იყო და ალექს ფერგიუსონსაც შეხვდა.
“ჩემი აზრით, შეცდომა დავუშვით, როდესაც რონალდინიო მანჩესტერში შეუსაბამო დროს მოვიწვიეთ. იმ დროს, წვიმდა.
შესანიშნავი იქნებოდა, თუ რონალდინიო ჩვენ გუნდში ითამაშებდა, რადგან ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.” – განაცხადა ფორჩუნმა “მანჩესტერის” ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.



