workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილიამ თავისი მონაგარი “სანტანდერის” წინააღმდეგ გახსნა

ვილიამ თავისი მონაგარი “სანტანდერის” წინააღმდეგ გახსნა

“ბარსელონას” მაისურით პირველი ოფიციალური გოლი ახალწვეულმა დავიდ ვილიამ სწორედ სანტანდერის “რასინგის” წინააღმდეგ გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში. 0:3. ამის შემდეგ დაიწყო და დაიწყო, 19 ტურში 14 გოლი, შესანიშნავი შედეგია. და თანაც დუბლი “კლასიკოში”, უკანასკნელი მათგანი დაუვიწყარიც კი. “ელ გუახეს” არასდროს დაავიწყდება 2010 წლის 29 აგვისტო. სწორედ ამ დღეს შედგა მისი ოფიციალური დებიუტი და მან პირველი მატჩი პირველივე გოლით აღნიშნა.  

 ეს ერთგვარად საუკეთესო სტარტია, ეტო’ო ერთ–ერთი ბომბარიდირა “ბარსელონას” ისტორიაში, მან 2004/05 წლებში გაიტანა (სადებიუტო სეზონში) 14 გოლი, იმდენი რამდენიც “ბარსელონას” შვიდიანმა ახლა, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 19 ტურში, მხოლოდ და მხოლოდ 11 ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. რაც მთავარია “ბარსელონას” რიტმს მოერგო დავიდ ვილია, იგი ძალიან კარგად უგებს პარტნიორებს მოედანზე, განსაკუთრებით კარგი ტანდემი შეიქმნა მესისა და მისი შესრულებით.

ვილიას “რასინგის” წინააღმდეგ სულ ნათამაშები აქვს 14 მატჩი,  5 – ჯერ მან თავის გამოჩენა მოახერხა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward