კანდიდატები სამნი იყავით “ოქროს ბურთის” ნომინაციაზე, თავი ფავორიტად მიგაჩნდათ იმ გოლის გამო ?
სამნი ვიყავით სამეულში, ბრწყინვალე მუშაობა “ლა მასიისა”, მთავარია ისაა, რომ ბურთი კვლავ “ბარსელონაშია”. გადაწყვეტილება მწვრთნელებმა და კაპიტნებმა ასევე პრესამ მიიღო და საუკეთესოდ ლეო მესი დასახელდა.
კიდევ ვინ იმსახურებდა “ოქროს ბურთზე” წარდგენას ?
ნამდვილად კიდევ ძალიან ბევრი ფეხბურთელი, მაგალითად უესლი სნეიდერი, იკერ კასილიასი, დავიდ ვილია და ა.შ.
გჯეროდათ, რომ მოიგებდით ბურთს ?
ღირსეული სამეული ვიყავით ნამდვილად. მე ფავორიტად მიმიჩნევდნენ იმ გოლის გამო, მაგრამ მათი წინასწარმეტყველება არ გამართლდა.
სამეული “ლა მასსიდან” იყო, როგორ ფიქრობთ ეს კლუბის ფილოსოფიიდან გამომდინარე მოხდა?
დიახ, სწორედ ასე ვფიქრობ. “ლა მასიამ” უდიდესი სამუშაო გაწია, ვფიქრობ 10 იანვარი დიდხანს დაამახსოვრდება გულშემატკივარს და რათმაუნდა კლუბის ისტორიაშიც “ოქროს” ასოებით ჩაიწერება.
თქვენ ხართ ფეხბურთელი, რომელიც მთელ ესპანეთს უყვარს, უფრო მეტიც ნამდვილ მადრიდისტებსაც.
დიახ მე სულ ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავარია გულშემატკივარის სიყვარული. ნამდვილად მეამაყება.
თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია გულშემატკივარის სიყვარული ? არჩევანს რომელზე გააკეთებდით ტიტული და გულშემატკივარის სიძულვივი თუ პირიქით ?
დიახ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივარის სიყვარული. (ანდრესმა მეორე კითხვას შეგნებულად თავი აარიდა)
თამაშის დროს თქვენ შეგიძლიათ “დაკარგოთ თქვენი” თავი ? და ხელით შეეხოთ ვინმეს ?
ასეთი ფაქტი არასდროს მომხდარა ჩემს კარიერაში. ძალიან ბევრჯერ რაღაც მომენტზე გავბრაზებულვარ, მაგრამ თავის მოთოკვა არასდროს მავიწყდება. არასდროს შევეხები მეგობარს ხელით.
თვლით, თუ არა , რომ ეს “ბარსელონა” ისტორიაში საუკეთესოა ?
არ ვიცი. მე ძალიან ბევრ ეპოქას ვერ მოვესწარი, რომელშიც “ბარსელონა” ბრწყინავდა, თუნდაც კრუიფის თამაშის დროს ,ამიტომაც პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ.
თქვენ ნამდვილად ზედგამოჭრილი ხართ “ბარსელონას” სტილისთვის, ყველაფერს ძალიან მარტივად აკეთებთ, ეს “ბარსელონური” სტილია? თუ თქვენებური ?
მე ყველაფერი “ბარსელონაში” ვისწავლე, ბურთის კენწვლიდან დაწყებული კარში დარტყმამდე. ამიტომაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს “ლა მასირებული” სტილია.
თქვენ შესანიშნავი გუნდი ხართ, ამაში დიდი წვრილი მიუძღვი გვარდიოლას ?
რათმაუნდა, ის გადამწყვეტი ფიგურაა ჩვენს გუნდში.
თქვენი მთავარი კონკურენტი “რეალია” …
ჩვენ თავს მშვენივრად ვგრძნობთ ამ სეზონში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ “რეალი” ჩამოგვრჩება, “რეალი” ღირსეულ კონკურენციას გვიწევს.
იყო მომენტი, როდესაც თქვენი თამაში სამხრეთ – აფრიკაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თქვენ ტრავმებმა დაგტანჯათ, ეს პერიოდი რთული იყო თქვენთვის ?
ბოლო ტრავმა განსაკუთრებით ჩემთვის იყო დარტყმა ფსიქოლოგიურად. მე დიდი ხანი ველოდებოდი ამ მსოფლიოს ამიტომაც გამოტოვება ნამდვილად არ მსურდა. საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
იყო რისკი იმისა, რომ თქვენ გამოგეტოვათ მსოფლიო ?
დიახ. სწორედ ამის მეშინოდა მე.
როგორ ცდილობდით, რომ ამ ძალიან ცუდ რამეზე არ გეფიქრათ?
ვცდილობდი, რომ რაიმე საქმით დავკავებულიყავი, ამაში მეგობრებიც მეხმარებოდნენ, ეს პერიოდი რათმაუნდა მტკივნეული იყო ჩემთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიურად კარგად შევძელი გადატანა.
როგორი იყო მედიკოსების პასუხი შენი ტრავმის შესახებ ?
ისინი ზუსტად ვერ მეუბნებოდნენ გამოჯანმრთელების დროს. მეუბნებოდნენ ერთს, “ყველაფერს დრო გვიჩვენებს”.
ფიქრობდნენ ისინი იმას, რომ მათ გამდაწყვეტი როლი ითამაშეს ესპანეთის ჩემპიონობაში ? ფიქრობდნენ, რომ მათ დააყენეს ფეხზე ადამიანი, რომელმაც ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მოუტანა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს?
ნამდვილად არ ვიცი. (იცინის)
რას გვეტყვით ფინალის შესახებ ? როგორ გადიოდი ამ მატჩზე ?
მწვრთნელმა ძალიან კარგად დაგვგეშა. ნერვიული სტრესი შეძლებისდა გვარად მოგვიხსნა. ეს მატჩი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო.
რას ფიქრობდით მაშინ, როდესაც ბურთი მოგივიდათ ცესკისგან ?
ბურთი როდესაც მომივიდა გავიხედე კარისკენ, სტეკელენბურგთან პირისპირ აღვმოვჩნდი, მე წამიერად გავიფიქრე, რომ შემეძლო გადამწყვეტი გოლის გატანა და დავარტყი …
თქვენ ძალიან იშვიათად იტანთ ბურთებს, მაგრამ როცა იტანთ თითქმის ყოველთვის ის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. გახსოვთ, ალბათ ის სიტყვები: ” ანდრეს შენ შეგიძლია, აღარც გაიტანო”. სწორედ ასე მოგმართავენ გულშემატკივრები.
ნამდვილად უდიდესი სიხარული გამოიწვია ჩემში ჰოლანდიის კარში გატანილმა გოლმა. ასევე ვერ ვივიწყებ “ჩელსის” წინააღმდეგ გატანილ გოლს.
როდესაც იქნებით 85 წლის ბარში, თქვენ იამაყებთ იმით, რომ ესპანეთს მოაგებინეთ პირველი მსოფლიოს თასი ?
(იცინის). მსოფლიო ჩემპიონატი ჩემს გულში ყოველთვის იქნება. ის გოლი და ის უბედნიერესი წუთები არასდროს დამავიწყდება.
ინტერვიუ ჩაწერილია 19 იანვარს. “donbalon.com” –ის მიერ.